11:36 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 11:19:21, 329 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მონაწილეობით „დიდი რვიანის“ ფორმატში დაბრუნების იდეაზე - დღეს ეს წარმოუდგენელია

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო არ ეთანხმება რუსეთის მონაწილეობით „დიდი რვიანის“ ფორმატში დაბრუნების იდეას, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ პოლიტიკოსმა ფრანგულ ტელეარხ LTI-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„დღეს ეს წარმოუდგენელია", - განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ და დასძინა, რომ ახლა „დიდი შვიდეული" აერთიანებს "ყველაზე დიდ და განვითარებულ დემოკრატიებს", ხოლო რუსეთი „უფრო და უფრო ნაკლებად იქცევა როგორც დემოკრატია".

ამასთან, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვის მონაწილეობით „დიდი რვიანის“ ფორმატში დაბრუნების შესაძლებლობა არ არის გამორიცხული, თუ უკრაინაში „სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის“ მიღწევა მოხდება.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთის „დიდ შვიდეულში“ დაბრუნება სურს. „მინდა მათი დაბრუნება. ვფიქრობ, შეცდომა იყო მათი გაგდება. შეხედეთ, საქმე იმაში არ არის, მოგწონს თუ არა რუსეთი. ვფიქრობ, პუტინი სიამოვნებით დაბრუნდება“, - აღნიშნა ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics