|
2025-02-17 10:11:39, 386 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან მალე შეძლებს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას უკრაინაში ომის დასრულების განსახილველად
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აზრით, ის ძალიან მალე შეძლებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას უკრაინაში ომის დასრულების განსახილველად. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ტრამპის თქმით, ის ბევრს მუშაობს მშვიდობის მისაღწევად და სჯერა, რომ როგორც პუტინს, ასევე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სურთ ბრძოლის შეწყვეტა. „ჩვენ წინ მივიწევთ. ვცდილობთ მშვიდობის მიღწევას რუსეთსა და უკრაინას შორის და ძალიან ბევრს ვმუშაობთ ამაზე. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო“, – თქვა ტრამპმა. ხოლო, ჟურნალისტის კითხვაზე, სურს თუ არა პრეზიდენტ პუტინს მთელი უკრაინა, ტრამპმა უარყოფითად უპასუხა. „არა, მგონია, მას შეწყვეტა სურს. ეს იყო ჩემი კითხვა მისადმი. რადგან, თუ ის გააგრძელებს, ეს დიდი პრობლემა იქნებოდა ჩვენთვის. და ეს გამოიწვევდა ჩემთვის დიდ პრობლემას იმიტომ, რომ უბრალოდ, არ შეიძლება ამის დაშვება. მგონია, მას სურს ამის დასრულება, და მათ სურთ ამის სწრაფად დასრულება. ორივეს, ზელენსკისაც სურს ამის დასრულება“,-თქვა ტრამპმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)