|
2025-02-16 14:54:29, 411 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ტრაგიკულ ფაქტს გარკვეული პირები პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებენ
ენით გამოუთქმელი ტრაგედიაა ორი პატარის გარდაცვალება. ალბათ, სიტყვები ზედმეტია, თუმცა უნდა მოვახერხოთ ვუთანაგრძნობთ, ვანუგეშოთ - თუკი რამენაირად ეს შესაძლებელია…, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად, ორი ბავშვის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება. მისივე მტკიცებით, ტრაგიკულ ფაქტს გარკვეული პირები “პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებენ”. „პარალელურად, წარმოუდგენელ არაადამიანობას ვაწყდებით: ოღონდ პოლიტიკური ქულები დაიწერონ და ამ ტრაგედიაზე გეგმები განაახლონ, ყველაფერს კადრულობენ, მათ შორის ტყუილებსაც, რომ თითქოს ბავშვები ჯართს აგროვებდნენ, რომ თითქოს იქ მშენებლობის ადგილია, მშენებლობა მიმდინარეობდა, საძირკველისთვის ამოღებული თხრილი იყო და ა. შ. ჯართი, მშენებლობა… სიცრუისთვის, სიმძაფრისთვის და ხალხის გაგიჟებისთვის მოგონილი მავნებლობა და მთავარი მტკიცებულება იმისა, რამდენად არ ადარდებთ ბავშვების გარდაცვალებაც კი, ოღონდ თავიანთი გამარგინალებული გეგმები ოდნავ გამოაცოცხლონ… აქაც სარგებელს ეძებენ… იქნებ ყველამ გაათვითცნობიეროს, რომ ახლა იმ პატარა ანგელოზების ოჯახებს გვერდით დგომა ჭირდება და არა, ისედაც უდიდესი ტრაგედიის, ტყუილებით და ბინძური პოლიტიკური მიზნებით დამძიმება!”, - წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)