|
2025-02-15 11:32:05, 390 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი - ევროპარლამენტისგან მეექვსე რეზოლუცია ვიხილეთ და რომელიც ცარიელ ფარატინა ქაღალდად დარჩება
ევროპარლამენტისგან მეექვსე რეზოლუცია ვიხილეთ და როგორი ცარიელი, ფარატინა ქაღალდიც იყო წინა ხუთი, ასე დარჩება ეს მეექვსეც. თუმცა, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, რადგან ამდენ ტყუილს ისმენს ძალიან ბევრი ადამიანი და ვიღაც შეიძლება იჯერებდეს კიდეც, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, კარგი იქნება აშშ-სთან ურთიერთობების დალაგებაზე ილაპარაკოს ევროკავშირის საგარეო კომისარმა და ნაკლებად მოიცალოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად. „მეორე ცუდი არის ის, რომ ევროკავშირის წინა ხელმძღვანელობაშიც არ იყვნენ ანგელოზები, მაგრამ ახლანდელში გაცილებით ბევრია ისეთი, რომელიც საქართველოს მიმართ უბრალოდ ანტაგონისტურად არის განწყობილი. თუნდაც იგივე კაია კალასი, თუნდაც იგივე კუბილიუსი და ა.შ. კაია კალასი იყო ესტონეთის პრემიერი და მუდმივად საქართველოს აკრიტიკებდა, რადგან ომი არ გამოვუცხადეთ რუსეთს. ასევე, მოგვიწოდებდა, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა და ა.შ. ამ დროს კი მისი ოჯახი, ქმრის ჩათვლით, დღემდე ვაჭრობს რუსეთთან და მილიონებს აკეთებს. როდესაც მას ამის შესახებ ესტონელმა პარლამენტარებმა ჰკითხეს, გაიკვირვა, არ ვიცოდიო. როცა ასეთი მატყუარა ადამიანი ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალი წარმომადგენელი ხდება, რა თქმა უნდა, მისგან კარგ განცხადებებს არც უნდა ველოდოთ. მაგრამ, რას ვიზამთ, ეს არის რეალობა, რომელსაც უნდა გავუძლოთ და რომელიც აუცილებლად შეიცვლება. დღეს გაცილებით მძიმე ამოცანები აქვს ევროკავშირს, როცა იგივე ტრამპი მათ ეუბნება, რომ ამორალურად იქცევიან და ევროპულ საქონელს მაღალ ტარიფებს უწესებს. შესაბამისად, კარგი იქნება ამ ურთიერთობების დალაგებაზე ილაპარაკოს ევროკავშირის საგარეო კომისარმა და ნაკლებად მოიცალოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)