|
2016-03-09 09:19:06, 636 ნახვა
საზოგადოება
8 მარტთან დაკავშირებით N5 პენიტენციურ დაწესებულებაში კონცერტი გაიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და თბილისის მერიის ორგანიზებით, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით N5 პენიტენციურ დაწესებულებაში კონცერტი გაიმართა. სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებული ქალბატონებისთვის სიმღერები ქართული ესტრადის ცნობილმა წარმომადგენლებმა შვილებთან ერთად შეასრულეს. ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად მიხანაშვილი, თბილისის მერის მოადგილე, ნინა ხატისკაცი, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ია მაქაცარია და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, თათა ტალიაშვილი დაესწრნენ. კონცერტს ხელოვნებათმცოდნე ნიკა წულუკიძე უძღვებოდა, მონაწილეებს შორის იყვნენ თემურ წიკლაური, ლაშა ღლონტი, ზურა მანჯავიძე, გიორგი ხუციშვილი, ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“, ლადო ჯანელიძე, ზურაბ მანაგაძე და სხვები შვილებთან ერთად. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად მიხანაშვილმა N5 პენიტენციური დაწესებულების ქალბატონ მსჯავრდებულებს 8 მარტი მიულოცა. „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ და თბილისის მერიამ განუმეორებელი ზეიმი აჩუქა იმ ქალბატონებს, რომლებიც სასჯელს იხდიან რუსთავის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში. მინდა მათ და სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ მივულოცო 8 მარტი,“-განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა. ვიცე-მერ ნინა ხატისკაცის განცხადებით, დედაქალის მერია მსჯავრდებული ქალბატონებისთის სარვამარტო განწყობის შექმნას შეეცადა. „ჩვენ კონცერტის გზით მივულოცეთ ქალბატონებს 8 მარტი, იმედი გვაქვს, მომავალ წელს, როდესაც კვლავ მოვალთ ამ დღეს მე-5 დაწესებულებაში, მათი დიდი ნაწილი უკვე გათავისუფლებული იქნება,“-განაცხადა ნინა ხატისკაცმა. 8 მარტი მსჯავრდებულ ქალბატონებს N5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმაც მიულოცა. მან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს აღნიშნული ღონისძიების ორგანიზების ხელშეწყობისთვის, თბილისის მერიას კი კონცერტის ჩატარებისთვის გადაუხადა მადლობა.
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)