12:48 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 21:21:41, 438 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - შემაშფოთებელია, რომ ივანიშვილმა საქართველო ოფშორების ოფშორად აქცია

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მიუნჰენში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე  ოფშორების შესახებ კანონის მიღებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამ კანონის მიღება, რომელიც "ქართული ოცნების" პარლამენტმა დაამტკიცა, წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისთვის, რადგან ის რუს ოლიგარქებსა და ბიძინა ივანიშვილს საშუალებას მისცემს საქართველოში საკუთარი აქტივები შემოიტანონ.

„შემაშფოთებელია კანონი ოფშორებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს აქცევს ოფშორების ოფშორად. ეს ნიშნავს, რომ ბატონი ივანიშვილი, როგორც ტოპოლიგარქი, და ასევე სხვა სანქცირებული რუსი ოლიგარქები, შეძლებენ, შემოიტანონ თავისი აქტივები საქართველოში. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics