2025-02-14 20:48:38, 397 ნახვა
მსოფლიო
ამერიკის ვიცე პრეზიდენტი - ევროპისთვის მთავარი საფრთხე შიგნითაა, არა რუსეთი და ჩინეთი
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი არ არიან მთავარი საფრთხე ევროპისთვის, არამედ მთავარი საფრთხე მის შიგნით არსებობს.
მისი თქმით, ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მასობრივი მიგრაცია, რომელიც პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგია.
"მიუნხენში მომხდარი გუშინდელი შემზარავი ტერაქტი, ესეც ამ გადაწყვეტილების შედეგია," - აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.
ცნობისთვის, აკეთებდა 13 თებერვალს მომხდარ ინციდენტზე, როდესაც ავტომობილი, რომელსაც ავღანელი მიგრანტი მართავდა, ხალხში შეიჭრა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,