17:48 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-08 22:52:50, 384 ნახვა

პოლიტიკა
ალასანია: არ უნდა გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რომ ყველა გავერთიანდეთ ივანიშვილის წინააღმდეგ

"არ უნდა გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რომ ყველა გავერთიანდეთ ივანიშვილის წინააღმდეგ" - ამის შესახებ
თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
ალასანია მმართველ კოალიციაში მიმდინარე პროცესებს გადაცემა არჩევანში აფასებს და ამბობს, რომ კოალიცია დაშლისთვის არის განწირული.
 

თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა მოუწოდა კოალიციას, ერთმანეთში კამათის ნაცვლად, მოქალაქეების რეალურ პრობლემების მოგვარებით დაკავდნენ.

"2012 წელს კოალიცია ერთი მიზნით შედგა, რომ ხელისუფლებიდან ჩამოგვეცილებინა სააკაშვილი. ეს იყო ერთის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალა. ასე იყო ვარდების რევოლუციის დროსაც, როდესაც სააკაშვილმა გააერთიანა ყველა შევარდნაძის წინააღმდეგ. ასეთი კოალიციები იშლება. მაგრამ არ უნდა გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რომ ახლა ყველა გავერთიანდეთ ივანიშვილის წინააღმდეგ," - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ირაკლი ალასანია იქვე ქვეყანაში უსაფრთხოების საკითხების პრობლემაზე საუბრობს და ამბობს, რომ პრევენციაზე სამართალდამცავები ვერ მუშაობენ იმიტომ, რომ არის რესურსების ნაკლებობა.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი ის ხელისუფლებას უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაზე შეხვედრას სთავაზობს.

"ჩემი აზრით, ახლა კიდევ უფრო ახალი სიმწვავით დადგა ჩვენთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების თემა. აქედან გამომდინარე, მე მინდა, როგორც პოლიტიკოსმა, ჩემი წვლილი შევიტანო და მე მინდა, მართველ გუნდს მივმართო, მოდით, შევიკრიბოთ და მოვძებნოთ ჩვენს ბიუჯეტშიც რესურსები იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა სამინსიტროს და უსაფრთხოების სამსახურებს მეტი რესურსი მივცეთ, რათა უფრო ეფექტურად პრევენციაზე იმუშაონ. დღეს კატასტროფული მდგომარეობა ამ კუთხით. პრევენციაზე სამართალდამცავები ვერ მუშაობენ იმიტომ, რომ არის რესურსების ნაკლებობა. ეს უნდა იყოს საზოგადების განსჯის საგანი," - განაცხადა ალასანიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics