2025-02-13 19:06:12, 459 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტის განცხადება - ევროპარლამენტი არ ცნობს პარტია ქართული ოცნების თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას
დღეს ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. სოციალურ ქსელში რეზოლუციის მიღების შემდეგ ევროპარლამენტი განცხადება ავრცელებს.
„ევროპარლამენტი არ ცნობს პარტია „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული ხელისუფლების ლეგიტიმურობას. რეზოლუციით, ევროპარლამენტის წევრებმა მოუწოდეს საერთაშორისო საზოგადოებას, შეუერთდეს თვითგამოცხადებული ხელისუფლების ბოიკოტს, რომელსაც ისინი ადანაშაულებენ ქვეყნის დემოკრატიის რღვევასა და განსხვავებული აზრის ჩახშობაში და მოითხოვენ ახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას" - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, ხმები კი ასე გადანაწილდა; 400 მომხრე 63 წინააღმდეგი. რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ, სანქციების სია ევროკომისიას გადაეცემა და დოკუმენტზე მუშაობა უშუალოდ კაია კალასის უწყება დაიწყებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,