08:09 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 15:46:53, 332 ნახვა

პოლიტიკა
გახარია საქართველოსთვის - „შერატონ ბათუმმა“ პარტიის ლიდერზე სასტუმროში თავდასხმისთვის ხელსაყრელი ყველანაირი პირობა შექმნა

გიორგი გახარიაზე თავდასხმის ირგვლივ სიმართლის დადგენის ხელშეწყობის ნაცვლად, „შერატონ-ბათუმი“ რეჟიმთან ერთად იმ აქტივისტებს დევნის, რომლებმაც თავდასხმაში და შემდგომ მტკიცებულებების განადგურება-გადამალვაში „შერატონ-ბათუმის“ თანამონაწილეობა გააპროტესტეს, - ამის შესახებ განცხადებას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „შერატონ ბათუმმა“ პარტიის ლიდერზე სასტუმროში თავდასხმისთვის ხელსაყრელი ყველანაირი პირობა შექმნა.

„სასტუმროს შეტყობინების საფუძველზე, რეჟიმმა „შერატონ-ბათუმთან“ გამოხატული მშვიდობიანი პროტესტისთვის აქტივისტების დაბარება დაიწყო.

„შერატონ-ბათუმმა“, რომელსაც თავდასხმაზე პოლიცია არ გამოუძახია, მყისიერად მხოლოდ მაშინ იმოქმედა და გამოიძახა პოლიცია, როცა აქტივისტებმა მშვიდობიანად გააპროტესტეს სასტუმროს უკანონო ქმედებები.

საზოგადოებას შევახსენებთ, „შერატონ ბათუმმა“ ჯერ სასტუმროში შექმნა თავდასხმისთვის ხელსაყრელი ყველანაირი პირობა (პერსონალისგან დაცალა სასტუმროს ლობი და არ გამოიძახა პოლიცია), შემდეგ გაანადგურა შემთხვევის ადგილზე არსებული მატერიალური მტკიცებულებები და რეჟიმთან ურთიერთკოორდინაციით ხელი შეუწყო მთავარი მტკიცებულების - კამერების ჩანაწერების გადამალვას“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics