|
2025-02-13 13:52:12, 299 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი - საგამოძიებო კომისიის შესწავლისა და შეფასების საგანი 2008 წლის აგვისტოს ომი იქნება
სოზარ სუბარის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შესწავლისა და შეფასების საგანი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხები და ასევე, 2007 წლის კოდორის ხეობის სპეცოპერაცია უნდა გახდეს. მისივე თქმით, „შეფასება უნდა მიეცეს მთლიანად რეჟიმს - თუ რა იყო და რა ხდებოდა იმ წლებში ქვეყანაში“. „არის საქმეები, რაც დაკავშირებულია 2008 წლის მოვლენებთან - ომთან და იმ ომში სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ ღალატთან. ამ ღალატის მკაფიო მაგალითია თუნდაც ევროსაბჭოს რეზოლუცია - 16/33, რომელიც ყველამ კარგად ვიცით. რატომ მოხდა, რომ 2008 წლის ომის წინ ახალგორის მუნიციპალიტეტი, რომელიც მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შედიოდა, იქიდან გამოყვეს, გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი დე ფაქტო აღდგენა მოახდინეს და იქ აბსოლუტურად არალეგიტიმური არჩევნები ჩაატარეს - რა იყო ამის მიზანი? რა იყო იმის მიზანი, რაც კოდორის ხეობაში მოხდა? - რატომ მოხდა ბატალიონ „მონადირეს“ განიარაღება, რომელიც ამ ხეობას ათწლეულის განმავლობაში იცავდა?! ბატალიონის წევრები დაიჭირეს, ზოგიერთი მათგანი ციხეში გარდაიცვალა, ზოგი იძულებული გახდა გაქცეულიყო - ასე ჩააბარეს კოდორის ხეობა. ეს არის ისეთი საკითხები, რომელიც არ შეიძლება შეფასების გარეშე დარჩეს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა კომისიის სხდომაზე. სოზარ სუბარი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის სტატუსით არის წარმოდგენილი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)