|
2025-02-13 09:03:01, 323 ნახვა
მსოფლიო
რუსტემ უმეროვი - უკრაინას სურს იყოს ნატო-ს წევრი ქვეყანა და გახდება კიდეც
ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უკრაინის პოზიცია არ იცვლება, - ასე გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ამერიკელი კოლეგის, პიტ ჰეგსტერის განცხადებას უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. „უკრაინის პოზიცია უცვლელია - უკრაინას სურს იყოს ნატო-ს წევრი ქვეყანა და გახდება ასეთი ქვეყანა“, - განუცხადა უმეროვმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, „რამშტაინის“ ფორმატში გამართული უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ. მისივე თქმით, უკრაინა ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება. „ვინარჩუნებთ თავდაცვისუნარიანობას და შეგვიძლია ამის გაკეთება. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები და ნებისმიერ დასკვნებს ჩვენს ხალხთან ერთად ვაკეთებთ“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეტმა გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებით მიღწეული შეთანხმების რეალურ შედეგად არ მიაჩნია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)