|
2025-02-12 14:24:25, 359 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელის მიერ საქართველოსთან მოლაპარაკების არგახსნა უკვე ცხადად ატარებს პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ხელის შეშლის ნიშნებს
მაშინ, როცა ფრანჩიზული ადგილობრივი ენჯეო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, შვედეთის დაფინანსებით, საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობს, ნამდვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კორუფციის აღქმის ახალ გლობალურ ინდექსს აქვეყნებს. კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს ბრიუსელის ფარისევლობას და ორმაგ სტანდარტებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილის თქმით, მაშინ, როცა ზოგიერთი ბრიუსელელი ჩინოვნიკი საქართველოს „უკუსვლის“ აღქმის დანერგვას ცდილობს, ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებენ. „საქართველო უსწრებს ევროკავშირის შვიდ და ნატო-ს 11 წევრ ქვეყანას. რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს – გამოიცანით, რამდენს ვუსწრებთ. ყველას. ბრიუსელის მიერ საქართველოსთან მოლაპარაკების არგახსნა არა უბრალოდ უსამართლობაა, ის უკვე ცხადად ატარებს პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ხელის შეშლის ნიშნებს“, – წერს პაპუაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)