16:15 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-12 12:08:20, 357 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - USAID ნამდვილად კორუმპირებული და არაკომპეტენტურია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ილონ მასკთან ერთად თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ი გაკრიტიკა, რომელსაც „კორუმპირებული“ და „არაკომპეტენტური“ უწოდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც უწყებებს ავალებს, ითანამშრომლონ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტთან თანამშრომლების შემცირებასა და მათი დაქირავების შეზღუდვის საკითხზე.

„ამ ქვეყნისთვის ვიმედოვნებ, რომ ამ პასუხისმგებელ ადამიანს და სხვა პირებს, რომლებიც ანგარიშს მაბარებენ მე და არიან პასუხისმგებლები, მისცემენ საშუალებას, გააკეთონ სწორი საქმე, კერძოდ, უზრუნველყონ, რომ ყველაფერი არის პატიოსნად, ლეგიტიმურად და კომპეტენტურად. ჩვენ ვუყურებთ USAID-ს, ეს ერთია. ჩვენ ასევე შევისწავლით თავდაცვას, განათლებას. არის კიდევ უფრო დიდი სფეროები, თუმცა USAID-ი ნამდვილად კორუმპირებულია. ის კორუმპირებული და არაკომპეტენტურია. მე ვერ წარმომიდგენია, რომ მოსამართლემ თქვას – „კარგი, ის შესაძლოა, კორუმპირებულია, თუმცა თქვენ არ გაქვთ უფლებ… თქვენ აგირჩიეს ქვეყნის სამართავად და იმისთვის, რომ ამერიკა კვლავ დიადი გახადოთ, თუმცა თქვენ არ გაქვთ უფლება, შეისწავლოთ, სწორია თუ არა ყველაფერი, რასაც ისინი იხდიან ან პატიოსნად იხდიან თუ არა“, – განაცხადა ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics