|
2025-02-11 09:28:12, 335 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - “ოცნებამ“ ჯერ მის რიგებში მყოფი “ნაცები“ გაასამართლოს
,,ოცნებამ“ ჯერ გასამართლება დაიწყოს იმ ადამიანების, რომლებიც ყოფილი „ნაცები“ არიან მის რიგებში, ნამდვილი ფუნდამენტალისტური „ნაცები“, რომლებიც იყვნენ, შემდგომ რაღაც იმედი შეიძლება გაჩნდეს, რომ „ოცნება“ ვინმეს გამსამართლებელია,- ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში შექმნილ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა. გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნას ცირკს უწოდებს და მმართველ პარტიას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ, ახალი არჩევნების ჩანიშვნისკენ და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს. „არ ვაპირებთ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პარლამენტი ლეგიტიმური არ არის. რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებას, “ოცნებამ” ჯერ გასამართლება დაიწყოს იმ ადამიანების, რომლებიც ყოფილი “ნაცები” არიან მის რიგებში, ნამდვილი ფუნდამენტალისტური “ნაცები”, რომლებიც იყვნენ, შემდგომ რაღაც იმედი შეიძლება გაჩნდეს, რომ “ოცნება” ვინმეს გამსამართლებელია და რაიმეს აპირებს. ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ფარსი და ტყუილია. მცდელობაა, რომ ფარსი პოლიტიკური პროცესი შეიქმნას, სინამდვილეში დღეს გასასამართლებელია „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ და როგორ უნდა გაასამართლონ მათ ერთმანეთი, არ წარმომიდგენია. სჯობს მათ ამ ცირკს თავი დაანებონ და იზრუნონ იმაზე, რომ პოლიტპატიმრები გაათავისუფლონ, არჩევნების ახალი თარიღი დაინიშნონ და შეიცვალოს საარჩევნო გარემო იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები თავიანთ საბაზისო უფლებებს ქუჩაში კი არ იცავდნენ, არამედ ამის გაკეთება უფრო ცივილიზებულ დემოკრატიულ ფორმებში შეეძლოთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)