|
2025-02-10 15:59:08, 376 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ჩვენ ვართ საინფორმაციო ომის პირობებში, ამას უნდა დავუპირისპიროთ ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ კამპანიას ოპოზიციამ ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა დაუპირისპიროს. როგორც მან ჟურნალისტებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, ამ ეტაპზე, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, პარტიებს შორის, მეტი ერთიანობა და მეტი კონსოლიდაცია. „ვართ ახალ ეტაპზე. ამ ეტაპზე, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია მეტი ერთიანობა, მეტი კონსოლიდაცია, მეტი საერთო სამოქმედო გეგმა. საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც ჩვენ ერთიან პოზიციას ვაფიქსირებთ, გვაქვს სერიოზული შედეგები. ახლა ჩვენ გვჭირდება, რომ იმ არაადეკვატურ ინიციატივებს, რაც მხოლოდ და მხოლოდ ხალხის დაშინებისა და დასუსტებისკენ მიმავალი „ქართული ოცნების“ ძალის დემონსტრირებისთვისაა გამიზნული და მეტი არაფერი, დავუპირისპიროთ ერთიანობა, ერთად დგომა, რასაც ხალხი ითხოვს. ეს ნიშნავს ერთიან შტაბს, ერთიან მოქმედებას, ერთიან საინფორმაციო სტრატეგიას. ჩვენ ვართ საინფორმაციო ომის პირობებში, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს. ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ეს არის ჩემი პოზიცია და ამაზე მექნება საუბარი. [ქართული ოცნების] ყველა ნაბიჯები იდგმება ერთადერთი მიზნის გამო, რომ თავისი მყიფე ერთიანობა განიმტკიცონ და ჩვენ დაგვასუსტონ, დაგვაფიქრონ, ბევრნი ვართ თუ არა. ამას უნდა დავუპირისპიროთ ერთიანობა. ჩვენი ერთიანი მყარი პოზიცია გადატეხს საბოლოოდ ამ პროცესს. რატომ აკეთებს ამდენ სიგიჟეს ერთდროულად? - იმიტომ, რომ სისუსტისკენ მიდის და და ამ სიგიჟეებით უნდა იმის დემონსტრირება, ვითომ ძლიერია, არადა სუსტია, სუსტდება დღითი დღე. იმისთვის, რომ საბოლოოდ გადავტეხოთ, რა არის ჩვენი მიზანი? - შიგნიდან ჩამოვშალოთ ეს ძალმომრეობითი სისტემა“,- განაცხადა ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)