16:15 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-10 14:50:13, 514 ნახვა

მსოფლიო
სამხრეთ კორეა DeepSeek-ს პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევაში ადანაშაულებს

სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურის მიხედვით, დასტურდება, რომ ხელოვნური ინტელექტის სხვა Chatbot აპლიკაციებისგან განსხვავებით, DeepSeek-ს აქვს ფუნქცია, მიმოწერის ტექსტით დაადგინოს პირის იდენტობა და გადასცეს მისი მონაცემები ჩინურ კომპანიებს. 

შესაბამისად, ეროვნული დაზვერვის სამსახურმა წერილი გაუგზავნა სხვადასხვა სამთავრობო სააგენტოებს, შესაბამისი უსაფრთხოების ზომები მიიღონ აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებით. 

თუმცა, სამხრეთ კორეის ზოგიერთმა სამინისტრომ, ისევე, როგორც ავსტრალიასა და ტაივანში, უკვე აკრძალა აპლიკაციის სამთავრობო მოწყობილობებზე გამოყენება. 

იტალია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ჩინური აპლიკაციის გამოყენება შეზღუდა. მიზეზად პერსონალური მონაცემების დაცვა სახელდება.

გადაწყვეტილების შედეგად იტალიაში, ორივე Apple-სა და Google-ის ციფრულ მაღაზიებში DeepSeek-ის აპლიკაცია გაქრა. მანამდე, იტალიის მონაცემთა დაცვის სამსახურმა, Garante-მ კომპანიას მოთხოვა მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება.

კონკრეტულად, ორგანიზაციას აინტერესებ და როგორ და რა წყაროებით ხდება ხდება პერსონალური მონაცემების შეგროვება, რა მიზანს ემსახურება ეს და ინახება თუ არა შეგროვებული ინფორმაცია ჩინეთში.

Garante-ს მიხედვით, DeepSeek-ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არასაკმარისია, რის გამოც აპლიკაციის მუშაობა იტალიაში დაუყონებლივ შეწყდა და დაიწყო გამოძიება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics