17:39 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-09 16:17:23, 389 ნახვა

მსოფლიო
ვასილი ნებენზია - რუსეთი ღიაა უკრაინასთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებთან კონტაქტებისთვის

რუსეთი ღიაა უკრაინასთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებთან კონტაქტებისთვის, მაგრამ თანაბარუფლებიანობის საფუძველზე და რუსეთის ინტერესების სავალდებულო გათვალისწინებით, - ამის შესახებ გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მოსკოვი ვაშინგტონისგან შესაბამის სიგნალებს ელოდება.

"ჩვენ ღია ვართ კონტაქტებისთვის, მაგრამ თანაბარუფლებიანობის საფუძველზე და რუსეთის ინტერესების სავალდებულო გათვალისწინებით. ველოდებით შესაბამის სიგნალებს ამერიკული მხარისგან. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ ისაუბრა ამის შესახებ და შესთავაზა მშვიდად საუბარი ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც აშშ-სა და რუსეთის ინტერესს წარმოადგენს, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე", - აღნიშნა ნებენზიამ.

მისი თქმით, ასევე აუცილებელია იმის გააზრება, რომ „ტანგოს შესრულებას ორი სჭირდება“ და შეერთებულ შტატებთან კონტაქტებისთვის მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სურვილი საკმარისი არ არის.

„ბევრი რამ იქნება დამოკიდებული დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებზე“, - აღნიშნა ნებენზიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics