16:35 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-07 15:56:55, 388 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ “ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფ 30 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის", ,,ქურდული სამყაროს" წევრობის, ,,ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის, ,,ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის, ,,კანონიერ ქურდზე" მიმართვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტზე 30 პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფ  „კანონიერ ქურდებს" შორის არსებული დაპირისპირების ნიადაგზე, მხარეებმა დაგეგმეს და მოაწყეს ე.წ. ქურდული შეკრება, რომელზეც მათ მიერ მართულ პირებს  დაპირისპირებულ მხარესთან   ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალეს.  

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფინანსური დავის ,,ქურდული გარჩევის" გზით გადაწყვეტის მიზნით მოდავე მხარეებმა ,,ქურდული სამყაროს" წევრებს და ,,კანონიერ ქურდებს" მიმართეს, რომლებმაც თურქეთის რესპუბლიკაში და შემდეგ საქართველოში ,,ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერების მეშვეობით არაერთი ,,ქურდული გარჩევა" მოაწყვეს, რის შედეგადაც ერთ-ერთ მხარეს თანხის გადახდა მოთხოვეს.

ასევე სამართალდამცველებმა მათ შორის ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე დააკავეს. 

ბრალდებულებს ბრალდება ,,კანონიერი ქურდობის", ,,ქურდული სამყაროს" წევრობის, ,,ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის, ,,ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის,  ,,ქურდული სამყაროს" წევრზე და ,,კანონიერ ქურდზე" მიმართვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე, თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ 26 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. ასევე პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა ოთხ პირს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეებზე  გამოძიება გრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა - ომბუდსმენი
რეგისტრირებულ წამალზე იმის საუბარი, ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია - გვიშიანი
კალაძე: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?
სუს-მა ბათუმში ტერორისტული ორგანიზაციის ორი წევრი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics