|
2025-02-06 14:04:12, 370 ნახვა
პოლიტიკა
TI - საგარეო ბალანსის გაუარესება ლარის გაუფასურებას გამოიწვევს, იზოლაციის შიში უკვე აისახა საბანკო დეპოზიტებზე
შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის და სანქციებიდან გამომდინარე იზოლაციის შიში გარკვეულწილად უკვე აისახა საბანკო დეპოზიტების სტრუქტურაზე, ლარის კურსზე და ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებზე - საგარეო ბალანსის გაუარესება ლარის მნიშვნელოვნად გაუფასურებას გამოიწვევს, რაც გაზრდის ინფლაციას, საპროცენტო განაკვეთებს და სესხის მომსახურების ხარჯს, - ამის შესახებ საუბარია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ კვლევაში: „რა გავლენა აქვს პოლიტიკურ კრიზისს საქართველოს ეკონომიკაზე“. ორგანიზაციის შეფასებითვე, ის თუ როგორ შეიცვლება მომავალში ეკონომიკური სიტუაცია, პირველ რიგში, მოსალოდნელი სანქციების მასშტაბზე და შინაარსზეა დამოკიდებული. „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს ეკონომიკური ზრდა 9.5% იყო. 9.5% მაღალი მაჩვენებელია, თუმცა, თუ იანვარ-ოქტომბერში საშუალო თვიური ზრდა 9.6% იყო, ნოემბერში ზრდამ 7.5%, ხოლო დეკემბერში 6.7% შეადგინა. ზრდის ტემპის კლება ეკონომიკურ კრიზისს არ ნიშნავს, მაგრამ ეკონომიკის გარკვეულ დარგებში აქტივობის კლების შედეგია. 2024 წლის პირველ 3 კვარტალში (მე-4 კვარტალი ჯერ ცნობილი არ არის) საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 40%-ით შემცირდა. მე-3 კვარტალში ინვესტიციები 55%-ით შემცირდა, თუმცა უფრო მაღალი - 70%-იანი კლება იყო პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი), ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ინვესტიციების კლება „რუსული კანონის“ მიღებამ განაპირობა. „რუსული კანონის“ მიღება, შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა და სანქციები მომავალ ინვესტიციებზე აისახება. ჯამში, შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის და სანქციებიდან გამომდინარე იზოლაციის შიში გარკვეულწილად უკვე აისახა საბანკო დეპოზიტების სტრუქტურაზე, ლარის კურსზე და ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებზე. ეკონომიკის გარკვეულ დარგებში (მაგალითად, რესტორნები და სასტუმროები) აქტივობა შემცირდა, თუმცა ჯამურად ეკონომიკა არ შემცირებულა. რა გველოდება: ორგანიზაცია PMCG-ის მიერ იანვარში გამოქვეყნებულმა „საქართველოს ეკონომიკური კლიმატის“ კვლევამ აჩვენა, რომ ეკონომისტები ნეგატიურად აფასებენ საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას და მომდევნო ექვს თვეში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას მოელიან. ზოგადად, ეკონომიკაში მოლოდინი დიდ როლს თამაშობს. როდესაც ნეგატიური მოლოდინია ინვესტიციები კლებულობს, ბიზნესი და მოსახლეობა გაურკვევლობის დასრულების მოლოდინის რეჟიმში გადადის და ეკონომიკურ აქტივობას ამცირებს. მომავალში ეკონომიკური სიტუაცია როგორ შეიცვლება, პირველ რიგში, მოსალოდნელი სანქციების მასშტაბზე და შინაარსზე არის დამოკიდებული. მთავარი საფრთხე საქართველოს ეკონომიკის სპეციფიკიდან გამომდინარეობს: მაღალი სავაჭრო დეფიციტი, დეფიციტური სახელმწიფო ბიუჯეტი და საგარეო ინვესტიციებზე და სესხებზე დამოკიდებულება, საქართველოს პოტენციური სანქციების მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის, ვიდრე ეს სხვა, აქამდე დასანქცირებული ქვეყნების შემთხვევაში გვინახავს. საგარეო ბალანსის გაუარესება ლარის მნიშვნელოვნად გაუფასურებას გამოიწვევს, რაც გაზრდის ინფლაციას, საპროცენტო განაკვეთებს და სესხის მომსახურების ხარჯს, შეამცირებს მოსახლეობის განკარგვად შემოსავალს და მოხმარებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში. კვლევა ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)