18:09 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 13:15:25, 421 ნახვა

სამართალი
მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი - ჩემი დასანქცირების გადაწყვეტილება მიღებულია ერთ-ერთი სახელმწიფოს პოლიტიკოსების მიერ

ჩემი დასანქცირების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ერთ-ერთი სახელმწიფოს პოლიტიკოსების მიერ - სხვა ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილებები ქართულ მართლმსაჯულებაზე გავლენას ვერ მოახდენს, - ასე მიმართა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ადვოკატ ელგუჯა ავსაჯანაშვილს, რომელმაც სხდომაზე აღნიშნული მოსამართლის აცილება მოითხოვა, მათ შორის იმ მიზეზით, რომ ლელა ცაგარეიშვილი სანქცირებულ მოსამართლეთა სიაშია.

შესაბამისი შუამდგომლობა ადვოკატმა აქციაზე დაკავებულ რევაზ კიკნაძის სასამართლო პროცესზე გაკეთა, რომელსაც შსს 25 ნოემბერს, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის მოთხოვნით გამართულ აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

ადვოკატმა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის აცილება ორი მიზეზით მოითხოვა: პირველი, მოსამართლე არის სანქცირებული, მეორე - საქმის მასალები დროულად არ გადასცა, მას როგორც დაცვის მხარეს.

საკუთარი თავის, როგორც მოსამართლის აცილების შუამდგომლობა ლელა ცაგარეიშვილმა დააკმაყოფილა. როგორც მან ადვოკატს სხდომაზე განუმარტა, მას დაცვის უფლება და მასალებთან წვდომის უფლება არ შეზღუდვია. რაც შეეხება მოსამართლეების სანქცირების საკითხს, რომელთა შორის თავადაც არის, ცაგარეიშვილმა ადვოკატს ასე უპასუხა:

„მოცემულ შემთხვევაში სანქცირების საკითხი მოსამართლის, კონკრეტულად ჩემი დასანქცირება, რის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არის ერთ-ერთი სახელმწიფოს პოლიტიკოსების მიერ, წარმოადგენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, სხვა ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილებები ქართულ მართლმსაჯულებაზე, საქართველოში სამართლებრივ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს. შესაბამისად, ამ საფუძვლითაც თქვენი მოთხოვნა უსაფუძვლოა“, - განაცხადა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics