16:45 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 13:14:24, 358 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - გახარიას ალბათ აქვს სურვილი, რომ დარჩეს პოლიტიკურ ველზე

„გახარიას ალბათ აქვს სურვილი, რომ დარჩეს პოლიტიკურ ველზე“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას საპარლამენტო მანდატების გაწვევაზე განაცხადი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

„არ ვიცი, ვერ გეტყვით. ერთადერთი, შეიძლება ითქვას, რომ მას ალბათ აქვს სურვილი, რომ დარჩეს პოლიტიკურ ველზე. როდესაც ხარ ოპოზიცია და ხალხის გარკვეულმა ნაწილმა დაგიჭირა მხარი, რომ მათი ხმა წარმოდგენილი იყოს და ისმოდეს საქართველოს პარლამენტში, ამ დროს კი შენ იღებ გადაწყვეტილებას, ეს ყველაფერი უგულებელყო და გადადგა ის ნაბიჯი, რაც დანარჩენებმა გადადგეს. ალბათ მას აქვს სურვილი, დარჩეს ოპოზიციაში და გააგრძელოს მოღვაწეობა. ზოგადად, რადიკალიზმი და რადიკალები ყოველთვის განწირულია მარცხისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

რაც შეეხება აღნიშნული პარტიის ქარდს, რომელიც  მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდების საფუძველზე აიღეს, კალაძე ამბობს, რომ ეს მათ "პრინციპულობას" აჩვენებს.

„ეს მათ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. ხომ გახსოვთ, გახარია გადადგა მელიას გულისთვის. როდესაც ვსაუბრობდით, თუ რა იყო ძირითადი მიზეზი, თვითონ გამოდიოდა, თავს იმართლებდა, მისი თანაგუნდელები კი რაღაც სისულელეებს საუბრობდნენ. აგერ, ელემენტარული ავიღოთ, ბანერი ვერ გამოაქვეყნეს. ჯერ გამოაქვეყნეს, შემდეგ დატუქსეს და ააღებინეს. ეს არის რეალობა და მათი პრინციპულობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics