|
2025-02-06 12:05:34, 323 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობა გამოწვევაა, სტანდარტთან დაკავშირებით მიმართეთ ბრიტანეთს
მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობა არის გამოწვევა - არც აქ გამოვიგონებთ არაფერ ახალს - ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს, რომელიც მიღებულია მედიასთან დაკავშირებით და გადმოვიტანთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, თუ მიღებულ სტანდარტებთან დაკავშირებით რამე კითხვა გაჩნდება, ბრიტანეთს ან მის საელჩოს საქართველოში უნდა მიმართონ. „მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობა არის გამოწვევა. ამ სკანდალური მხილებებიდან გამომდინარე, ვნახეთ, რომ თურმე აშშ-ს ბიუჯეტიდან სხვადასხვა ორგანიზაციების საშუალებებით თანხები იხარჯებოდა მედიასაშუალებებში იმისთვის, რომ გაეტარებინათ საკუთარი ნარატივი, გავლენა ამა თუ იმ ქვეყანასა თუ საერთაშორისო მედიის დონეზე. აქაც ვნახეთ მხილებები თუ როგორ იჯდა დაფინანსებაზე ესა თუ ის მედია იმისთვის, რომ ზუსტად ის პროპაგანდა გაეტარებინა, რომელიც დამფინანსებელს სურდა. მეორე, ჩვენ ვსაუბრობთ "FAKE ნიუსებზე", როგორც მთავარ გამოწვევაზე თანამედროვე სამყაროში. თუ რა დამაზიანებელი შედეგები შეიძლება ჰქონდეს FAKE ნიუსებს, ამას საქართველოშიც ვხედავთ ხშირად. ასე, რომ "FAKE ნიუსებთან" ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი მიზანი და გამოწვევაა თანამედროვე დემოკრატიების და ჩვენც, რა თქმა უნდა უნდა, ვებრძოლოთ. ამიტომ, არც აქ გამოვიგონებთ არაფერ ახალს - ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს, რომელიც მიღებულია მედიასთან დაკავშირებით და გადმოვიტანთ. რამე კითხვებია ამ სტანდარტთან დაკავშირებით? - მიმართეთ ბრიტანეთს ან მის საელჩოს საქართველოში და განგიმარტავენ. ან თუ რაიმე კრიტიკული მოსაზრება გაქვთ, შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ბრიტანეთი და მისი საელჩო“, - განაცხადა პაპუაშვილმა. კითხვაზე, რა ახალ სტანდარტებს გვთავაზობს „ქართული ოცნება“ ამ კანონის მიღებით, პაპუაშვილმა განმარტა, რომ„სტანდარტებს დადგენაც არ სჭირდება“. „საღი აზრი გვეუბნება, რომ არ უნდა მოიტყუო და ინფორმაცია გადაამოწმო. მიუხედავად იმისა, რომ საღი აზრი გვეუბნება ამას და არსებობს სხვადასხვა სახის ეთიკის კოდექსები, ამის დაცვა არ ხდება, რადგან არ არსებობს ამის ეფექტიანი დაცვის პროცედურები“, - განაცხადა პაპუაშვილმა. კითხვაზე, უფრო გამკაცრებული იქნება თუ არა მედიასთან მიმართებით არსებული კანონები, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „არ გამკაცრდება, არამედ იქნება უფრო ეფექტური, რომ დეზინფორმაციამ არ მოატყუოს და დააბნიოს საზოგადოება“. „არა, იქნება უფრო ეფექტიანი, რომ დეზინფორმაციამ კი არ წალეკოს საზოგადოების ტვინები და დააბნიონ და მოატყუონ ისინი კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, არამედ მიიღონ ინფორმაცია. საზოგადოებას აქვს უფლება, იყოს ინფორმირებული და არ იყოს დეზინფორმირებული. ამის უზრუნველყოფას მოახდენს ეს კანონმდებლობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა. ამავე თემაზე საუბრისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამერიკელებმა მათ ანახეს „ინვოისები“ იმასთან დაკავშირებით თუ „როგორ ერიცხებოდა ფული სხვადასხვა მედიას, რომ დამფინანსებლის გავლენა გატარებულიყო ამ მედიასაშუალებით“. „ამერიკელებმა პირდაპირ „ინვოისები“ გვანახეს იმაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, როგორ ერიცხებოდა ფული სხვადასხვა მედიას, რომ დამფინანსებლის გავლენა გატარებულიყო ამ მედიასაშუალებით. ის მედიასაშუალება მომსახურებოდა არა სიმართლეს და საზოგადოებას, არამედ თავის დამფინანსებელს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)