08:48 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 11:22:24, 928 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინელებმა კრასნოდარში სამხედრო აეროდრომს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში პრიმორსკო-ახტარსკის აეროდრომს დაარტყეს, რომელსაც მტერი Shahed-ის ტიპის დრონების უკრაინის ტერიტორიაზე გასაშვებად იყენებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ქვედანაყოფებმა, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით, 6 თებერვალს ღამით რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში პრიმორსკო-ახტარსკის აეროდრომს დაარტყეს“, - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.

უწყების ცნობით, აეროდრომი გამოიყენება Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების მოსამზადებლად და უკრაინის ტერიტორიაზე გასაშვებად, ასევე იმ საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურებისთვის, რომლებიც ამოცანებს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ასრულებენ.

გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ობიექტებზე, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის მხარდაჭერასა და მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორში მონაწილეობენ, დარტყმები გაგრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics