16:45 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 17:16:12, 336 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ეს არის ქვეყანა, სადაც რეალურად აღარ არსებობს პოლიტიკა

ერთ-ერთი გზავნილი და თემა ევროპელ პარტნიორებთან იყო ის, რომ დღეს რეალურად საქართველოში დასრულდა პოლიტიკური ცხოვრება, რამეთუ არ არის პოლიტიკური სივრცე, პარლამენტი თავისითავად არ არის პოლიტიკური სივრცე. კონსტიტუცია აღარ არსებობს - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლებცი ესწრებოდნენ. 

ზურაბიშვილის თქმით "რეჟიმი არ მართავს ქვეყანას" და სწორედ ეს იყო მეორე გზავნილი ელჩებთან.

მეხუთე პრეზიდენტმა ბრიფინგზე ასევე ისაუბრა ქვეყანაში გაუარესებულ ეკონომიკასა და გაჩერებულ ინვესტიციიებზე. 

ეს არის ქვეყანა, სადაც რეალურად აღარ არსებობს პოლიტიკა, როგორც ასეთი. ჩვენ ვართ იმ რეჟიმში, სადაც საჭიროა ბრძოლა. ბრძოლა გრძელდება ყველგან და პარტნიროების ამ მოსვლის ერთ-ერთი გზავნილი სწორედ არის ეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ზეწოლა უნდა იყოს ყველა მიმართულებით".

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics