19:08 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 16:57:40, 345 ნახვა

მსოფლიო
ბელგიის პოლიცია ბრიუსელში რამდენიმე შეიარაღებულ მამაკაცს ეძებს

ბელგიის პოლიცია ბრიუსელის ცენტრში, ერთ-ერთი მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარის სროლის შემდეგ შეიარაღებულ მამაკაცებს ეძებს.

ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ვიდეოჩანაწერში ბრიუსელში, კლემანსოს მეტროსადგურის შესასვლელთან მინიმუმ ორი შეიარაღებული მამაკაცი ჩანს. ასევე, ჩანაწერში ჩანს ორმხრივი სროლაც.

ბრიუსელის პოლიციის სპიკერის, სარა ფრედერიქსის თქმით, ეჭვმიტანილები მეტროში ჩავიდნენ და შესაძლოა, კვლავ მეტროსადგურებში იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფრედერიქსის თქმით, პოლიცია ამ დრომდე ეძებს "ადამიანთა მცირე ჯგუფს, სავარაუდოდ, ორ ან სამ ადამიანს, რომლებიც შესაძლოა, კვლავ შეიარაღებულნი იყვნენ".

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, კალაშნიკოვის ტიპის იარაღს ატარებენ. მათივე ინფორმაციით, სროლა შესაძლოა, ნარკოტიკებით ვაჭრობასთან იყოს დაკავშირებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics