18:01 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 16:27:48, 352 ნახვა

პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - 61 “ნაცის“ ნაცვლად, პარლამენტში 12 “ნაცი“ დარჩა

ყოველთვის ვამბობდით, რომ თუკი ოპოზიცია მანდატების შეწყვეტაზე განცხადებას დაწერდა, ჩვენ გაგვიიოლებდა საქმეს - 61 „ნაცის“ ნაცვლად, პარლამენტში 12 „ნაცი“ დარჩა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა 49 დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის ოპოზიციაშია და სწორედ ამიტომ, მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში და მით უმეტეს, პარლამენტში არ არის.

„ყოველთვის ვამბობდით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არა თუ პარლამენტში, არამედ საერთოდ პოლიტიკაში რომ იყოს, იმას არ იმსახურებს, იმიტომ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ქვეყნის, საქართველოს ოპოზიციაშია. ამიტომ, მისი ადგილი ქართულ პოლიტიკაში და მით უმეტეს, პარლამენტში არ არის. გამომდინარე აქედან, ყოველთვის ვამბობდით, რომ თუკი ისინი განცხადებას დაწერდნენ, ჩვენ გაგვიიოლებდნენ სიტუაციას, რომ ისინი პარლამენტიდან გაგვეშვა. სამწუხაროდ, გახარიას პარტიამ არ დაწერა ასეთი ტიპის განცხადება, რომ ისინიც წასულიყვნენ პარლამენტიდან. ქართულ საზოგადოებაში მუდამ არის ასეთი მოთხოვნა, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ არ უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში. შესაბამისად, ეს არის დასაწყისი, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, გარდა გახარიას 12 წევრისა, აღარ იქნება საქართველოს პარლამენტში ანუ, 61 „ნაცის“ ნაცვლად პარლამენტში 12 „ნაცი“ დარჩა. იმედი მაქვს, რომ საგამოძიებო კომისიის შემდგომ, როცა 6 თვის თავზე არსებულ მტკიცებულებებს კიდევ დამატებითი მტკიცებულებები დაემატება მათ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, უკვე არათუ პარლამენტს, არამედ ქართულ პოლიტიკასაც ჩამოცილდება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics