18:01 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 15:47:18, 474 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 80 ხმით დაუჭირა მხარი ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებსა და შეკრება-მანიფესტაციების კანონში ცვლილებებს.

ცვლილებებს დაჩქარებულად განიხილავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი პროცედურით დადგენილ სამივე მოსმენას და კენჭისყრას მიმდინარე სასესიო კვირაში დაასრულებს.

ძირითადი ცვლილებები შეეხება ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობების გამკაცრებას იმ მუხლებზე, რომლებითაც მიმდინარე აქციის მონაწილეებს ყველაზე ხშირად აკავებენ, მათ შორისაა, წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციელის დაუმორჩილებლობა, პოლიციელზე თავდსხმა, შეკრება-მანიფესტაციების წესების დარღვევა.

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება საჯარო-პოლიტიკური პირის შეურაცხყოფაზე. სისხლის სამართლის დანაშაული ხდება საჯარო-პოლიტიკური პირისადმი მუქარა და საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმა.

„ყველასთვის ცნობილია, თუ რა მოვლენები ვითარდება ჩვენი ქვეყნის ქუჩებში და რას აორგანიზებენ, ვინ აორგანიზებს – ერთი მხრივ მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში ფსევდოლიბერალური და ლიბერალურ ფაშიმით, რეალურად თავისუფლების სახელით შენიღბული, მთელი რიგი ქმედებები ხორციელდება, მათ შორის, ეს არა მხოლოდ უშუალოდ რომელიმე ქმედების განხორციელებაში, არამედ ე.წ. ბულინგშიც გამოიხატება. აღარ დარჩა ზღვარი და ის მოცემულობა და ის მორალური სტანდარტი არ დაერღვიოთ. ყველაფერზე არიან წამსვლელები, არაფერს დაგიდევენ და ადამიანების შეურაცხყოფაზე ხომ არ იხევენ უკან და განსაკუთრებით ეს ყველაფერი მიმართულია ჩვენ სამართალდამცველების, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, ვინც არ ჰყვებიან თითიდან გამოწვეულ ცრუ კამპანიას და ეს ადამიანები არიან ბულინგის მსხვერპლნი და პირდაპირი შეურაცხყოფა და ზღვარსგადასული მოწოდებები მიმდინარეობს მათ მიმართ. მნიშვნელოვანია, გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ პაკეტის წარდგენისას.

კანონპროექტის წარდგენის შემდეგ არც შეკითხვები დასმულა და არც გამოსვლის სურვილი ჰქონია ვინმეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics