19:07 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 13:03:38, 384 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანმა და ალ-შარაამ სირიაში თურქული ავიაბაზების მშენებლობის საკითხი განიხილეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და სირიის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ ანკარაში თავდაცვის პაქტის გაფორმება განიხილეს.

Reuters-ის ცნობით, მოლაპარაკებები სირიაში თურქული ავიაბაზის მშენებლობას და სირიის ახალი არმიის წვრთნას მოიცავს. გამოცემის წყაროების ცნობით, საუბარია სირიის ცენტრალურ, ბადიის რეგიონში ორი თურქული ბაზის შექმნაზე.

თურქეთი დიდი ხნის განმავლობაში უჭერდა მხარს ბაშარ ალ-ასადის სამხედრო და პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც დეკემბრის ბოლოს ელვისებური შეტევის შედეგად დაამხეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ თურქეთი ახალ სირიაში ცენტრალურ როლს ითამაშებს, რათა ასადის რეჟიმის მხარდამჭერი ირანის ვაკუუმი შეავსოს. ეს კი ახალი რეგიონული კონფლიქტის რისკებს აჩენს სხვა რეგიონულ მოთამაშეებთან, მათ შორის, ისრაელთან.

ამასთან, Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სირიის ახალი ხელისუფლება სტრატეგიული თავდაცვის შეთანხმების საკითხებზე მუშაობს სხვა ქვეყანასთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics