19:20 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 13:08:58, 318 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - აუცილებელია ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი

პოლიტიკურ ძალთა ერთობას ალტერნატივა არ აქვს, აუცილებელია ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელსაც არჩევნებში გამარჯვებული პროდასავლური პარტიები და ხალხი შექმნის, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, თავისუფლებისთვის ბრძოლის მოგება მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი.

„პოლიტიკურ ძალთა ერთობას ალტერნატივა არ აქვს! ამ მახინჯ რეჟიმს, რომელიც ჩვენს თვალწინ უკვე დიქტატურად ჩამოყალიბდა, სხვა ვერაფერი მოერევა, თუ არა დიდი, სამოქალაქო და პოლიტიკურ ძალთა კონსოლიდაცია, როგორც ქუჩის პროტესტში, ისე სამუშაო მაგიდასთან. ბოლო მოვლენებმა გვაჩვენა, რომ აუცილებელია ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელსაც არჩევნებში გამარჯვებული, პროდასავლური პარტიები და ხალხი შექმნის, ეს კი ერთობის გარეშე წარმოუდგენელია! ინტერპარტიულ დონეზე პირველი გამარჯვება უკვე გვაქვს – ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა დასავლეთიდან და სანქცირებული არალეგიტიმური მთავრობა. ერთობლივი მუშაობის ეს წარმატებული მაგალითი უნდა გავავრცელოთ ყველა მიმართულებით! მხოლოდ ეს მიგვიყვანს ახალ არჩევნებამდე და ქართველი ხალხის გამარჯვებამდე, რისიც ასე ეშინია ივანიშვილის რუსულ მთავრობას! ოლიგარქის კრიმინალური რეჟიმი უნდა დასრულდეს მის ყველა მსახურთან და მხარდამჭერთან ერთად, რომლებიც ჩვენს თანამოქალაქეებზე მოძალადე სისტემას ასაზრდოებენ! საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი და ბელორუსი! ბრძოლას თავისუფლებისთვის მხოლოდ ერთობით მოვიგებთ!“ – წერს მამუკა ხაზარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics