05:44 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 12:30:59, 387 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი - 26 ოქტომბრის არჩევნები იყო ნათელი დადასტურება, სად დგას ქართველი ხალხი

26 ოქტომბრის არჩევნები იყო ნათელი დადასტურება, სად დგას ქართველი ხალხი, რას იცავს და რას ნიშნავს მისთვის საქართველო, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის არაკეთილმოსურნე ძალებს მოუწევთ, პატივი სცენ უმრავლესობის არჩევანს.

„ამ დღეს ქართულმა საზოგადოებამ აირჩია მშვიდობა და განვითარება, ტრადიციების, ღირებულებების, სარწმუნოების, ოჯახისა და ღირსების დაცვა. უარი უთხრა ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს იდენტობასა და თვითმყოფადობას. სურთ თუ არა ქვეყნის შიგნით და გარეთ მყოფ საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებს, მოუწევთ, მიიღონ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი და პატივი სცენ მას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics