20:31 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 17:59:46, 390 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ჰერალდიკის საბჭო აღარ იქნებიან პარლამენტთან არსებული დაწესებულებები

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ჰერალდიკის საბჭო აღარ იქნებიან პარლამენტთან არსებული დაწესებულებები. ორივე დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში მოექცევა.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი უკვე ინიცირებულია პარლამენტში და ის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ბიბლიოთეკის დებულებას, საშტატო ნუსხასა და შრომის პირობებს კულტურის მინისტრი დაამტკიცებს. ასევე, კულტურის მინისტრი გაატარებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის დანიშვნისა და მისი გათავისუფლების პროცესს.


„ეროვნული ბიბლიოთეკა სამართლებრივად დაკავშირებულია პარლამენტთან, ხოლო შინაარსობრივად - კულტურის სამინისტროსთან. პარლამენტთან მისი სამართლებრივი კავშირი ბუნდოვანია, რადგან ის პარლამენტის სტრუქტურული ერთეული არ არის, თუმცა მაინც პარლამენტის ნაწილია. ეს არის გარკვეული ჰიბრიდი, რომელიც ჩვენს სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკის მაგალითზე ჩამოყალიბდა, თუმცა ის ფუნქციურად განსხვავდება.
რაც შეეხება ჰერალდიკის საბჭოს, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, მის ნაცვლად შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სიმბოლიკების დეპარტამენტი. ეს დეპარტამენტი მთავრობის კოორდინაციის ქვეშ მოექცევა. მისი ხელმძღვანელი თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი, ხოლო დეპარტამენტის საქმიანობას მთავრობა დააკონტროლებს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics