11:21 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-02 12:48:15, 559 ნახვა

საზოგადოება
ზამირ კვეკვესკირის შვილი - არავინ გვაქცევდა ყურადღებას იყო გაჭირვებულად

„არც სახლი მაქვს, არც კარი და არაფრის გაკეთება შემიძლია.“ გარდაცვლილი  კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს ეზოში რამდენიმე დღის წინ ბენზინი გადაისხა ზამირ კვეკვესკირია, მისი შვილის თქმით, ინციდენტამდე მამა ამ სიტყვებს ამბობდა და ამის შემდეგ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ზამირ კვეკვესკირის შვილის თქმით,  წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან ბინას ითხოვდნენ, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევდათ. მისივე თქმით, ზამირს ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა, რის გამოც ვერ მუშაობდა და ამიტომ, საბოლოოდ, ყურადღების მისაქცევად, პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართა. 

არავინ გვაქცევდა ყურადღებას. იყო გაჭირვებულად, ფეხი ჰქონდა გაშეშებული. ფეხის ოპერაცია გაიკეთა 6-ჯერ თბილისში. ბოლოს, გერმანიაში რომ გავუშვით, გერმინიიდანაც გამოუშვეს გაშეშებული ფეხით და აქ კიდევ არ გაუკეთეს ეგ ოპერაცია. არ არისო აქ ის ტექნიკები, რომ გავაკეთოთ ოპერაციაო. მთელი 4 წელი იწვალა, ბოლოს ეს გადაწყვიტა. არც სახლი მაქვს, არც კარი მაქვსო, არც არაფრის გაკეთება შემიძლიაო და ეს გადაწყვიტა. 13 წელია აქ ვართ და ისე კიდევ რამდენი ხანია ბინას ვითხოვთ. განცხადება ის არის, რომ თქვენ ხართ ქულებში, ხართ სიაში და თქვენ მოგცემენ ბინას, მაგრამ როდის და სად არავინ იცოდა.“ - ამბობს გარდაცვლილი კაცის შვილი.

ზამირ კვეკვესკირის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები 5 დღის განმავლობაში იბრძოდნენ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics