21:50 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-01 18:17:26, 649 ნახვა

პოლიტიკა
თბილისი მოლთან აქციის ინიციატორთა განცხადება:

თბილისი მოლთან აქციის ინიციატორთა განცხადება: 

„გვინდა გავაკეთოთ მკაფიო განმარტება ხვალინდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით. 

ხვალ, 2 თებერვალს, 16:00-ზე ვიკრიბებით თბილისი მოლის მიმდებარედ, მარშების გაერთიანების გზით დავიკავებთ ტერიტორიას და რამდენიმე საათით გადავკეტავთ დიღმის გზას. მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ბევრნი, რაც იქნება წარმატებული პროტესტის საწინდარი! 

ჩვენი მიზანია, კიდევ ერთხელ დავანახოთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ პროტესტი არის სახალხო, მძლავრი და უკომპრომისო და თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, ის კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი და მრავლისმომცვლელი გახდება! 

ვთვლით, რომ მიზანი ახლაც ნაწილობრივ მიღწეულია. არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებს სრული პანიკა აქვთ. მოქალაქეთა დაშინების მიზნით ავრცელებენ ინფორმაციას დასაკავებელთა სიების შესახებ, სახლებში უვარდებიან და აკავებენ აქტივისტებს, ადგილზე ამონტაჟებენ კამერებს, ცდილობენ შეკრების ადგილების კიდევ უფრო შეზღუდვას. ჩვენი უკომპრომისო ბრძოლით არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ დაშინებია მცდლობები მხოლოდ გვაძლიერებს. ეს შეკრებაც იქნება მკაფიო მესიჯი რეჟიმისთვის, რომ  მზად ვართ კიდევ უფრო ფართო მასშტაბებზე გავიყვანოთ პროტესტი!

ვითხოვთ რეჟიმის ტყვეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!

ვითხოვთ ახალ არჩევნებს! 

შევხვდებით 2 თებერვალს. 16:00-ზე თბილისი მოლთან!", - ნათქვამია განცხადებაში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics