23:06 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-31 18:15:18, 609 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - მორიგი რუსული პროპაგანდისტული მცდელობაა, საცირკო წარმოდგენით გადაფაროს საკუთარი დანაშაულები

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა წინა ხელისუფლების ქმედებების გამოსაძიებლად დაანონსებულ საგამოძიებო კომისიას საცირკო წარმოდგენას უწოდებს და აცხადებს, რომ ამით ბიძინა ივანიშვილი ცდილობს დანაშაულების გადაფარვას.

როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება“ აღნიშნული „სანახაობით“ ვერ გადაფარავს მის არალეგიტიმურობას და მას მოუწევს ძალაუფლების დათმობას შეეგუოს.

„მეცამეტე წელია, არჩევნების მიტაცების და 26 ოქტომბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ივანიშვილის რუსული რეჟიმი პოზირებს საქართველოს ხელისუფლებად, და მეცამეტე წელს კვლავ საუბრობს იმ პოლიტიკური ძალის გასამართლებაზე, რომელიც 13 წელია ხელისუფლებაში არ ყოფილა და რომელსაც მე ამაყად წარმოვადგენ. ეს, რა თქმა უნდა, მორიგი რუსული პროპაგანდისტული მცდელობაა, იმისთვის, რომ ივანიშვილმა ამ სანახაობით და მორიგი საცირკო წარმოდგენით, რომლის დადგმასაც ახლა არალეგიტიმურ, დე-ფაქტო პარლამენტში გეგმავს, გადაფაროს საკუთარი დანაშაულები; ის, რომ მას ცივილიზებული სამყარო ლეგიტიმურ ხელისუფლებად არ აღიარებს; ის, რომ სანქციების გამო ეკონომიკა ინგრევა; ის, რომ მას ლეგიტიმაცია აღარ გააჩნია არც ქვეყნის გარეთ, არც შიგნით. ამ საცირკო წარმოდგენით ვერ გადაფარავს მისი არალეგიტიმურობის ფაქტს და მაინც მოუწევს, შეეგუოს ძალაუფლების დათმობას, რადგან ქვეყანაში უნდა ჩატარდეს ახალი, სამართლიანი არჩევნები. უნდა გამოვიდეთ ამ ქაოსიდან და მუდმივად წარსულში კი არ ვუყუროთ და პროპაგანდისტულ ტყუილებში ვიცხოვროთ, არამედ გავიხედოთ წინ, ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, წარმატებისკენ, და ხელისუფლებამ ხალხის ინტერესებისთვის იმუშაოს, ხოლო არა საცირკო წარმოდგენების დადგმით“, - განაცხადა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics