07:55 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-31 17:53:55, 576 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს მეგობრებო, შემომიერთდით მე და ქართველ ხალხს, რათა გადავარჩინოთ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი

საქართველოს მეგობრებო, შემომიერთდით მე და ქართველ ხალხს, რათა გადავარჩინოთ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი "ქართული ოცნების" ციხისგან და გავათავისუფლოთ საქართველო ამ რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, წერს X-ის საკუთარ გვერდზე.

“თავისუფლება მზია ამაღლობელს!

საქართველოს მეგობრებო, შემომიერთდით მე და ქართველ ხალხს, რათა გადავარჩინოთ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი "ქართული ოცნების" ციხისგან და გავათავისუფლოთ საქართველო ამ რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან.

მზიას შიმშილობის მე-20 დღე!!!” - წერს ზურაბიშვილი.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტია "აბუჩად იგდებს დემოკრატიას".

“რუსული რეჟიმი საქართველოში! გუშინ "ქართული ოცნების" პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ღირსების ორდენით დააჯილდოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც დასანქცირებულები არიან საპოლიციო ძალადობისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის და დემონსტრანტების არასათანადოდ მოპყრობაში. მმართველი პარტია აბუჩად იგდებს დემოკრატიას!” - წერს ზურაბიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics