|
2025-01-31 14:02:22, 465 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - საგამოძიებო კომისია შეიქმნება და ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას
ძალიან კარგია, რომ [„ნაციონალური მოძრაობის“ სამართლებრივი შეფასებისთვის] საგამოძიებო კომისია შეიქმნება - ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას ამ კომისიის მუშაობაში, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტი კვოტების რაოდენობას განსაზღვრავს, ვინ იქნებიან უშუალოდ კომისიის წევრები, ამას უკვე ცალკე გადაწყვეტს საპარლამენტო უმრავლესობა და ცალკე საპარლამენტო ოპოზიცია. „ხალხის ძალას” არაერთხელ გვითქვამს ჩვენს წერილებში, თხოვნებში და განცხადებებში, რომ მანამ სანამ კოლექტიური “ნაცმოძრაობის” პრობლემა იქნება ქვეყანაში, იქნება ყოველთვის ამ “ჯანჯღარისა”, კრიზისების და უცხოური წარმომადგენლების [ჩარევის] რისკი. ამიტომ, ძალიან კარგია, რომ [„ნაციონალური მოძრაობის“ სამართლებრივი შეფასებისთვის] საგამოძიებო კომისია შეიქმნება. ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას ამ კომისიაში. კონფიგურაცია როგორ იქნება, ამას ბიუროს შემდგომ გადაწყვეტს საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტი, რომელიც ადგენს რეალურად, დადგენილების მიღების შემდგომ კვოტებს - რა კვოტა ექნება საპარლამენტო უმრავლესობას და რა კვოტა საპარლამენტო ოპოზიციას. ჩვენ ვიცით, რომ მინიმუმ ნახევარი უნდა იყოს საპარლამენტო ოპოზიცია. ამ კვოტების დადგენის შემდგომ, ვინ იქნებიან უშუალოდ პიროვნებები, ამას უკვე ცალკე განსაზღვრავს საპარლამენტო უმრავლესობა და ცალკე საპარლამენტო ოპოზიცია”, - განაცხადა მაჭარაშვილმა. ამავე თემაზე საუბრისას გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ ამ კომისიამ აუცილებლად უნდა დადოს და ხშირ შემთხვევაში, უნდა თარგმნოს სასამართლოების საერთაშორისო გადაწყვეტილებები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას” პირდაპირ ამხელენ დანაშაულში. “ეს აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ შესაბამისმა უწყებებმა გააუქმონ ის პოლიტიკური რეჟიმი, რასაც კოლექტიური “ნაცმოძრაობა” ჰქვია. სხვა შემთხვევაში, ქართული სახელმწიფოს და განსაკუთრებით, ქართული ოპოზიციის განვითარების პერსპექტივაა არ არსებობს”, -აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა. მაჭარაშვილის ინფორმაციითვე, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ბიუროს სხდომაზე მომდევნო კვირის ორშაბათს გავა.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)