07:55 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-31 12:42:42, 373 ნახვა

პოლიტიკა
საია დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში უკანონო და რეპრესიულ ცვლილებებს ეხმიანება

საია დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში უკანონო და რეპრესიულ ცვლილებებს ეხმიანება.

"ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, 2025 წლის 27 იანვრის №01-74 ბრძანებით დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში უკანონო ცვლილებები შეიტანა. ამ ცვლილებებით დიპლომატიური სამსახური პარტიულ ინტერესებს სრულად ექვემდებარება, ხოლო დიპლომატიურ თანამდებობებზე დასაქმებულ პირებს უმძიმდებათ უფლებრივი მდგომარეობა.

ცვლილებების თანახმად:

დიპლომატიურ თანამდებობებზე შესაძლებელი გახდა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დანიშვნა, რაც ეწინააღმდეგება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონს.

მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ავტომატურად შეწყდება ყველა ამ პოზიციაზე დანიშნული პირის კონტრაქტიც, რაც პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების პირდაპირი მექანიზმია.

ცვლილებები უკანონოდ ამცირებს დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირების დამოუკიდებლობას და ახდენს საჯარო სამსახურის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას.

ბრძანება ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს და საზოგადოებრივი სამსახურის დემოკრატიულ პრინციპებს.

ცვლილებები ძალაში 2025 წლის 28 იანვრიდან შევიდა, ხოლო ბრძანება მაცნეზე შეცდომით 2025 წლის 28 ნოემბრითაა დათარიღებული, რაც სამართლებრივ გაუგებრობას ქმნის.

საია მოუწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს: 

გაასაჯაროოს, ამოქმედდა თუ არა "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონთან შეუსაბამო 2025 წლის 27 იანვრის №01-74 ბრძანებით გათვალისწინებული რეგულირება 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

სრული განცხადება იხილეთ ბმულზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics