16:27 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 13:31:09, 413 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფება.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრმა პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართა.

სამინისტროს ცნობით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა თბილისსა და ბაქოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა.

მხარეებმა  განიხილეს  ორი ქვეყნის ურთიერთობის აქტუალური საკითხები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის არსებულ მზარდ პოტენციალზე. მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო ასპარეზზე ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობები ორი ქვეყნის პოტენციალის კიდევ უფრო უკეთ წარმოჩენის მიზნით.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მნიშვნელობას საერთაშორისო ენერგეტიკული და სატრანზიტო პროექტების რეალიზაციის თვალსაზრისით.

განსაკუთრებით აღინიშნა ბაქო-სუფსის პროექტის ინაუგურაციის 20 წლისთავი, რომელიც წელს აღინიშნება. მხარეებმა კიდევ ერთხელ დადასტურეს ამ პროექტის მნიშვნელობა, რომელმაც საფუძველი დაუდო ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცებას და მათ ჩართულობას გლობალურ პროექტებში.

მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეა მინისტრთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics