23:05 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-30 19:49:14, 517 ნახვა

პოლიტიკა
ჯო უილსონი და ბრიტანელი დეპუტატი ჯეიმს მაკკლირი დიდ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით მიმართავენ

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, დევიდ ლემისთვის გაგზავნილ ერთობლივ წერილს ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე აქვეყნებს. ამერიკელი და ბრიტანელი დეპუტატები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე შავ სიაში შეიყვანონ და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერდეს.

„ძვირფასო საგარეო საქმეთა მინისტრო,

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, როგორც ატლანტის ოკეანის, ასევე პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა მხარეს ვდგავართ, ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილისგან მომავალი გამოწვევის შემთხვევაში საჭიროა ერთიანი, ტრანსატლანტიკური და ზეპარტიული პასუხი.

ჩვენ მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ იმოქმედოთ და დაუწესოთ სანქციები მჩაგვრელ ოლიგარქ ივანიშვილს, რომელმაც ხელი შეუწყო პუტინის ინტერვენციას საქართველოს დემოკრატიაში და ძირი გამოუთხარა ქვეყნის სუვერენიტეტს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს სანქციები 2024 წლის დეკემბერში დაუწესა. ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისა და დემოკრატიის პატივისცემის სულისკვეთებით, ახლა ეს გზა დიდმა ბრიტანეთმაც უნდა გაიზიაროს.

ბიძინა ივანიშვილის პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ", მთელ ქვეყანას ჩამოართვა დემოკრატიული უფლებები და ხელს უწყობს ქვეყნის სვლას პუტინის გავლენის სფეროსკენ. ბრიტანულ სანქციებს შესაძლოა გადამწყვეტი გავლენა ჰქონდეს, რადგან ივანიშვილი და მისი მოკავშირეები ფლობენ მნიშვნელოვან აქტივებს ბრიტანეთში. გარდა ამისა, ივანიშვილის მთავარი პროპაგანდისტული რუპორი, ტელეკომპანია "იმედი", იმართება დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით, რაც უბრალოდ მიუღებელია.

ჩვენ მოვუწოდებთ დიდ ბრიტანეთს, მიყვეს შეერთებული შტატების მაგალითს და ფორმალურად შეაჩეროს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან. მსოფლიო ახლა უყურებს გაერთიანებულ სამეფოს, რომელმაც უნდა აჩვენოს, რომ მტკიცედ დგას საერთაშორისო სამართლის სადარაჯოზე და რჩება გლობალურ ლიდერად მშვიდობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში - როგორც ჩვენ ეს გავაკეთეთ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ.

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა, რაც გამოიხატა კრიტიკული ხმების ძალადობრივი მეთოდებით ჩახშობასა და ჟურნალისტების დევნაში, არ შეიძლება იყოს იგნორირებული. სასწრაფო, ერთიანი და საერთაშორისო პასუხი აუცილებელია. მხოლოდ ასეთი მტკიცე ნაბიჯებით შევძლებთ, დავიცვათ ქართველი ხალხის დემოკრატიული უფლებები.“-წერია წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics