23:05 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-30 19:38:33, 470 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - გონჩარენკო უკმაყოფილოა, რომ საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი

„გონჩარენკო უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი, და სწორედ ამას უკავშირდება მისი და მისი თანამოაზრეების ანტიქართული ნაბიჯები. ეს ძალიან სამწუხაროა, თუმცა ამით ისინი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვერ შეარყევენ,“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში ქართველ ჟურნალისტებს.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, უკრაინელი გონჩარენკო, რომელიც თავის დროზე ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა რუსულ მხარესთან, დღეს საუბრობს საქართველოსთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც სამი წლის წინ პირდაპირ ითხოვდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას.

„აქ იყო კოორდინაცია, ისევე როგორც თავის დროზე იყო კოორდინაცია მეორე ფრონტთან დაკავშირებით. თქვენ გახსოვთ, რომ იმის პარალელურად, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენგან ითხოვდა მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, სანქციებთან მიერთებას და ა.შ. რუსეთთან დაკავშირებით, უკრაინელი დეპუტატები პირდაპირ საუბრობდნენ მეორე ფრონტის გახსნაზე. პირდაპირი მოწოდებები იყო ამასთან დაკავშირებით. დღეს ერთ-ერთი მათგანი, PACE-ს წევრი, უკრაინელი გონჩარენკო, რომელიც თავის დროზე ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა რუსულ მხარესთან, დღეს საუბრობს საქართველოსთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც სამი წლის წინ პირდაპირ ითხოვდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. დღეს, ვითომც არაფერი, საუბრობს, თითქოს არავის სდომებია საქართველოში მეორე ფრონტი. ის პირდაპირ ითხოვდა ჩვენი ქვეყნისგან მეორე ფრონტის გახსნას. ახლა აბსოლუტურად ლოგიკურია, თუ რა მოტივები ამოძრავებს გონჩარენკოს. ის უკმაყოფილოა, რომ საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი, და სწორედ ამას უკავშირდება მისი და მისი თანამოაზრეების ანტიქართული ნაბიჯები. ეს არის ძალიან სამწუხარო, თუმცა ამით ისინი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვერ შეარყევენ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics