|
2025-01-30 14:59:28, 358 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე PACE-ის ასამბლეის დატოვებაზე - ეს იყო ღირსეული ნაბიჯი, ყველგან ბრიუსელის ბიუროკრატია, არსად სამართალი
ეს იყო ღირსეული ნაბიჯი, ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას - ჩვენ ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში ვხედავთ - ყველგან ბრიუსელის ბიუროკრატია, არსად სამართალი, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. მისი თქმით, ისინი თავისუფლების მოყვარული ხალხი არიან და არავის მისცემენ შესაძლებლობას, მიაყენოს შეურაცხყოფა, ყოველთვის აშანტაჟოს და გაკეთდეს ისეთი განცხადებები, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე და სიცრუეზე. „ეს არის ღირსეული ნაბიჯი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ყველას რომ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო. თავისუფლების მოყვარული ხალხი ვართ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, შეურაცხყოფა მოგვაყენოს, ყოველთვის გვაშანტაჟოს და გაკეთდეს ისეთი განცხადებები, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე და სიცრუეზე. ჩვენ ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში ვხედავთ - ყველგან ბრიუსელის ბიუროკრატია, არსად სამართალი. ეს არის დღევანდელი მოცემულობა და არავის მიეცემა საშუალება ჩვენი სამშობლო სხვადასხვა მიზეზებით და მიზნებით აშანტაჟოს და შეურაცხყოფა მიაყენოს. ეს იყო ღირსეული ნაბიჯი და ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. კეთილი უნდა ინებოს ყველამ - არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ბრიუსელი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, პატივი უნდა სცეს საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს“, - განაცხადა კალაძემ. კალაძის განმარტებით, ევროპელი პარტნიორების მხრიდან ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები მეგობრობას და პარტნიორობას აცდენილია. „ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადებები, რომ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის. საქართველო ბევრჯერ გამოიცადა, რომ არის ღირსეული პარტნიორი ქვეყანა. ამის მაგალითისთვის კონკრეტული პროექტები არსებობს, მაგრამ რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, რა განცხადებებიც კეთდება, ეს ყველაფერს - მეგობრობასაც და პარტნიორობასაც აცდენილია. ეს პირდაპირ უსამართლობაა“, - განაცხადა კალაძემ. კალაძის განმარტებით, დელეგაციის გამოსვლა არ ნიშნავს იმ გზის გადახვევას, რომელიც „ქართული ოცნებას“ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით აქვს გაცხადებული. „ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში ბრიუსელის მხრიდან ვხედავთ იმ კორუმპირებული ბიუროკრატიის მხრიდან უსამართლო გადაწყვეტილებებს და განცხადებებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი რამ შეიცვლება დღევანდელ მსოფლიოში ტრამპის გაპრეზიდენტებით. შეიცვლება ეს ბიუროკრატია, რომელსაც უდიდესი პრობლემები აქვს“, - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. 134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114-მა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა. აღნიშნული რეზოლუციის მიღების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს. როგორც თეა წულუკიანმა გადაწყვეტილების გაჟღერებისას განმარტა, დოკუმენტის „არაერთი დათქმა მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია“.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)