|
2016-03-07 12:45:56, 349 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: კოალიციური ცხოვრების მეორე, განსხვავებულ ეტაპზე გადასასვლელად ვემზადებით
ჩვენ ვსაუბრობთ არა ორპარტიულ კოალიციაზე, არამედ ორ პარტიას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის თაობაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც უსუფაშვილმა განმარტა, „რესპუბლიკური პარტიისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანია აქვს თუ არა პარტიას ურთიერთგაგება კოალიციის წამყვან პოლიტიკურ ძალასთან - „ქართულ ოცნებასთან“. „მინდა განვმარტო ძალიან მკაფიოდ და გასაგებად, ჩვენ ვსაუბრობთ არა ორპარტიულ კოალიციაზე, არამედ ორ პარტიას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის თაობაზე, შეთანხმებაზე. ეს არის სრულიად ბუნებრივი ამბავი, იმიტომ რომ მომავალ კოალიციურ ურთიერთობებში რა თქმა უნდა ჩვენთვის „რექსპუბლიკელებისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, გვაქვს თუ არა ურთიერთგაგება კოალიციის წამყვან პოლიტიკურ ძალასთან, პარტია „ქართულ ოცნებასთან“. აბა პირიქით ხომ არ დავიწყებდით პროცესს, რომ ჯერ ჩვენს კოლეგებს და ნაცად მეგობრებს, ვთქვათ „კონსერვატორებს“ შევუთანხმდეთ პარტნიორობაზე და მერე ერთად მივადგეთ პარტია „ქართულ ოცნებას“? რა თქმა უნდა ეს არ იქნებოდა სწორი. ამიტომ ჩვენ გადავდგით ის ნაბიჯები, რაც გადასადგმელი იყო და მე დარწმუნებული ვარ, რომ მალე უახლოეს ხანებში, ჩვენ ამის თაობაზე გვექნება სიცხადე, რომელიც ჭირდება კოალიციას, ქვეყანას, პარტიებს და ყველას. კიდევ ვიმეორებ, ეს ყველაფერი ხდება იმ ფორმატში, როდესაც ჩვენ თან ვართ სახელისუფლებო პასუხისმგებლობით დატვირთული, გვაკისრია სახელმწიფო პასუხისმგებლობა ჩვენ ჩვენს თანამდებობებზე, ამიტომ არანაირმა განსჯამ მომავლის თაობაზე, ხელი არ უნდა შეუშალოს რაღაც საკითხების ძალიან საქმიან განხილვას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და ეს ასეც იქნება. ამიტომ, ვინც ამ თემაზე ზედმეტად ნერვიულობს, მინდა მივმართო, რომ მოიკრიბოს ძალა და ღონე, ხვალ, ზეგ შეიძლება მეტი სანერვიულო გაუჩნდეს ამ თვალსაზრისით. იმიტომ, რომ მეტი თემები იქნება განხილული, შეჯერებული, პოზიციები იქნება გამოხატული და ეს არის ნორმალური მრავალპარტიული ცხოვრება“, - აღნიშნა უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოქტომბერში სრულდება კოალიციური ცხოვრების ერთი ეტაპი და ამავე დროს ემზადებიან მეორე ეტაპზე გადასასვლელად. „ჩვენ ერთის მხრივ ვასრულებთ კოალიციური ცხოვრების ერთ ეტაპს, რომელიც სრულდება ოქტომბერში არჩევნებით და მეორეს მხრივ ვემზადებით მეორე ეტაპზე გადასასვლელად. ეს ორი ეტაპი ძალიან განსხვავდბება. პირველ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილმა შეკრიება ქვეყნის გადამრჩენი ლაშქარი მიხეილ სააკაშვილის და მისი რეჟიმისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად. ჩვენ ახლა ოქტომბერში არჩევნებზე მივდივართ არა ვინმე ბოროტებისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად, არამედ ქვეყნის წინ წასაყვანად. ამიტომ კოალიციური შეთანხმება ძალიან ბევრ ისეთ საკითხზე, რომლის აუცილებლობაც შეიძლება 4 წლის წინ არ იყო, დღეს დგას და კიდე ვიმეორებ, ეს არის მრავალპარტიული დემოკრატიის აუცილებელი წინაპირობა, როდესაც კოალიციური შეთანხმება ითვალისწინებს ძალიან კონკრეტულ პუნქტებს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)