09:49 - 06 Jun, 2026
|
2016-03-07 12:04:38, 1140 ნახვა
სხვადასხვა
აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ნენსი რეიგანი გარდაიცვალა
ლოს-ანჟელეში 94 წლის ასაკში აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ნენსი რეიგანი გარდაიცვალა. ექიმების ცნობით, რეიგანის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. ნენსი რეიგანი აშშ-ს ყველაზე გავლენიანი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის მეუღლე იყო, რომელიც აშშ-ს 1981-1989 წლებში მართავდა. ნენსიმ მთელი თავისი ცხოვრება მეუღლის მეურვეობას მიუძღვნა - ჯერ ჰოლივუდში, შემდეგ კი პოლიტიკური კარიერის დროს - კალიფორნიასა და თეთრ სახლში. მან მეუღლის გარდაცვალების შემდეგ 12 წელი იცოცხლა. ექს-პრეზიდენტ რონალდ რეიგანის გარდაცვალების შემდეგ, ნენსი რეიგანი საზოგადოებრივი საქმიანობით იყო დაკავებული. იგი ალცჰეიმერის სინდრომით დაავადებული ადამიანების დასახმარებლად ღეროვანი უჯრედების გამოკვლევებით იყო დაინტერესებული.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)