12:05 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 11:46:30, 540 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელია სურსათის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი  ოთარ დანელია,  მინისტრის პირველი  მოადგილე ნოდარ  კერესელიძე და  რაჭა-ლეჩხუმის მხარის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონული  სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში  თანამედროვე სტანდარტების ოფისის გახსნის შემდეგ,   სამსახურის საქმიანობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ეფექტიანი გახდა.

უწყების ინფორმაციით,  ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს ისარგებლოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და ფიტოსანიტარიის კუთხით არსებული სერვისებით. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები  სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკების, სასაკლაოების, სავაჭრო ობიექტების და აგრარული ბაზრების სახელმწიფო  კონტროლს ახორციელებენ. რეგიონში  მნიშვნელოვნად გაიზარდა  ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების მასშტაბი.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ შეხვედრაზე აღნიშნა, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ოფისების გაძლიერება და გამართულად მუშაობა, მნიშვნელოვანია მომხმარებლის ინტერესების დაცვისა და ევროკავშირის სტანდარტების დამკვიდრებისთვის.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics