|
2025-01-29 14:09:47, 1038 ნახვა
პოლიტიკა
TI - დასანქცირების შემდეგ, ივანიშვილმა 4 ოფშორიდან 12 კომპანია საქართველოში გადმოიტანა
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ, სანქციების დაწესებიდან რამდენიმე დღეში, 2024 წლის 31 დეკემბერს, ივანიშვილების ოჯახმა საკუთარი კომპანიების ოფშორული ზონებიდან საქართველოში გადმოტანა დაიწყო - კვლევას "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ავრცელებს და მედიაში უკვე გავრცელებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით წერს, რომ 31 დეკემბრიდან 2025 წლის 20 იანვრამდე, ივანიშვილმა, მისმა ცოლმა და შვილმა უტა ივანიშვილმა 4 ახალი სააქციო საზოგადოება დაარეგისტრირეს. ესენია: სს „ატუ ჰოლდინგი“, სს „ტერა“, სს „ლუსოლი“ და სს „ჯი სი ეფ საქართველო“. TI-ს განცხადებით, ამ კომპანიებზე მათ დაიწყეს იმ ქართული კომპანიების გადმოფორმება, რომლებსაც მანამდე ოფშორული კომპანიების გავლით ფლობდნენ. დეტალურად: "გადმოფორმების ეს პროცესი ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა. სავარაუდოა, რომ ამ პროცესის ბოლოს ივანიშვილების ოჯახი სრულად გადმოაფორმებს მათ ქართულ კომპანიებს ოფშორებიდან. 29 იანვრის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა უფროსმა შვილმა უტა ივანიშვილმა 4 ოფშორული კომპანიიდან სრულად გადმოიტანეს კომპანიები საქართველოში: 1) Visalia Enterprises Limited (ბელიზი) 2) Gilmar Holding Limited (ბელიზი) 3) Fresno Management Limited (ბელიზი) 4) Limestone Finance International SA (პანამა). მაღალი ალბათობით, კომპანიების გადაფორმების დროს, ივანიშვილების ოჯახი სარგებლობს იმ საგადასახადო შეღავათებით, რაც დაწესდა ჯერ კიდევ 2024 წლის გაზაფხულზე მიღებული ე.წ. „ოფშორული კანონით“. მაშინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წერდა, რომ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, დიდი ალბათობით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის საჭიროებებს იყო მორგებული. აღსანიშნავია, რომ გადაფორმებები ეხება ივანიშვილების ოჯახის იმ კომპანიებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი საწესდებო კაპიტალი უფიქსირდებათ.ჯამში ამ კომპანიების განთავსებული კაპიტალი 163,187,800 ლარს შეადგენს. ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შემდგომი მოქმედებები 31 დეკემბერი 2024: ბიძინა ივანიშვილის უფროსმა შვილმა, უტა ივანიშვილმა, სს „ატუ ჰოლდინგი“ დაარეგისტრირა. 22 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი ოფშორული კომპანიიდან Visalia Enterprises Limited (ბელიზში რეგისტრირებული კომპანია), უტა ივანიშვილს უსასყიდლოდ გადასცა ოლიგარქის შუშის სასახლის ნაწილის მფლობელი კომპანია შპს „ფინსერვის XXI“. 24 იანვარს, უტა ივანიშვილმა ეს კომპანია გადასცა მის ახლად დარეგისტრირებულ კომპანია სს „ატუ ჰოლდინგს“. 28 იანვარს „ატუ ჰოლდინგს“ ბელიზზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანიიდან Fresno Management Limited უსასყიდლოდ გადაეცა 3 შპს: შპს „ინტერ კონსალტინგ +“, შპს „ქართუ მშენებელი“ და შპს „ქართუ მენეჯმენტი“. 31 დეკემბერი 2024: შპს „ტერა“, რომლის ერთადერთი მფლობელი ბიძინა ივანიშვილია, სააქციო საზოგადოებად რეორგანიზდა. 2025 წლის 17 იანვარს, სს „ტერამ“ ივანიშვილის მფლობელობაში არსებული ოფშორული კომპანიიდან (Limestone Finance International SA, რეგისტრირებული პანამაში), 7 კომპანია უსასყიდლოდ გადმოიფორმა: შპს „სანაპიროს ხედი“ სს „ქართული აგრო სახლი“: კომპანიის განთავსებული კაპიტალი შეადგენს 2,700,000 ლარს, ხოლო განაღდებული კაპიტალი — 684,000 ლარს. კომპანიის მფლობელია შპს „გრინჰაუს ჰოლდინგი“. 20 იანვარი 2025: ეკატერინა ხვედელიძის მფლობელობაში საქართველოში დარეგისტრირდა სს „ლუსოლი“. 27 იანვარი 2025: ეკატერინა ხვედელიძის მფლობელობაში საქართველოში დარეგისტრირდა სს „ჯი სი ეფ საქართველო“. 28 იანვარი 2025: უტა ივანიშვილმა საკუთარ მფლობელობაში უსასყიდლოდ გადმოიფორმა შპს „ქართული ჰოლდინგი“, რომელიც მანამდე უტას ბელიზში რეგისტრირებულ ოფშორულ კომპანია Gilmar Holding Limited-ს ეკუთვნოდა. კომპანიის კაპიტალი შეადგენს 32,087,800 ლარს. 20 იანვარს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის, მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა, რომ აშშ-ს მიერ პირადად ბიძინა ივანიშვილზე დაწესებული სანქცია რეალურად მის ოჯახის წევრებსაც შეეხო – შვეიცარიულმა ბანკმა Julius Baer-მა ივანიშვილების ოჯახს ანგარიშები გაუყინა – რის გამოც ის ჩივილს აპირებს." ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ივანიშვილს სანქციები 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა. სანქციის დაწესების მიზეზი გახდა ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოში დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრა რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)