|
2025-01-29 12:06:03, 402 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - საქართველოში შემოდის ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული კომპანია „ემაარ ჯგუფი“, შეიქმნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილებიც
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, იმ მასშტაბის ინვესტიცია, რომლის განხორციელებასაც დეველოპერული კომპანია „ემაარ ჯგუფი“ საქართველოში გეგმავს, ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ კონკრეტულ პროექტში არასდროს ყოფილა. დედაქალაქის მერმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ შეაფასა. „ორი დღის წინ დასრულდა პრემიერ-მინისტრის ოფიციალური, ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რომლის ფარგლებში, გვქონდა სხვადასხვა ტიპის შეხვედრები. შეხვედრა გაიმართა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთა, იყო ბიზნესშეხვედრებიც. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნისთვის და ორმხრივი თანამშრომლობისთვის ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს, რომელიც ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა – საქართველოში შემოდის მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული კომპანია „ემაარ ჯგუფი“ (Emaar Group), რომელიც მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ის პროექტებს თბილისსა და აჭარაში განახორციელებს. მაგალითად, დუბაიში, აბუ დაბიში ყველა ძირითადი შენობა, ცათამბჯენები აღნიშნული კომპანიის განხორციელებული პროექტია“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული კომპანია საქართველოში, დაახლოებით, 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის უცხოურ ინვესტიციას განხორციელებს სხვადასხვა დეველოპერულ პროექტში. „ინვესტიციები განხორციელდება თბილისსა და აჭარაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ასევე, იმით, რომ შეიქმნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. აღნიშნული პროექტების განხორციელებაში ჩართული იქნებიან ქართული კომპანიები. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ამ მასშტაბის და ამხელა ინვესტიცია ერთ კონკრეტულად პროექტში არასდროს განხორციელებულა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ისე, როგორც დედაქალაქის მერს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)