|
2025-01-29 11:08:44, 40205 ნახვა
ევროპის ამბები
ხოშტარია ამაღლობელზე - შიმშილობის მე-18 დღე საგანგაშოა, გადაადგილების პრობლემა გარდაუვალია
შიმშილობის მე-18 დღე ძალიან საგანგაშოა. გადაადგილების პრობლემა გარდაუვალია. ჩემ სანახავად რომ მოდიოდნენ, ძალას ვიკრებდი ჯდომისთვის და მერე საათები ტაქიკარდიას, ამოვარდნებს ვებრძოდი - ამის შესახებ წერს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში. ,,ექიმმა გამაფთხილა, რომ თირკმელი შეიძლება გაჩერდეს და ვარკვევდი დიალიზით ცხოვრების სცენარებს. კოორდინაცია ირღვევა. პერიოდული დერეალიზაცია. ღებინება. აღქმის შენელება. ეს მხოლოდ ნაწილია და არასამედიცინო შეგრძნებების დონეზე ახსნილი უბრალოდ. მე უამრავი მეგობარი და ექიმი მყავდა გარშემო. ასევე ტელევიზიით ვჩანდი. მზია არის შეურაცხყოფილი, ჩაკეტილი და სამედიცინო შეფასების გარეშე. ჩემთვის რომ გეკითხათ, მხნედ ვიყავი მეც, მართლა ასე ვგრძნობდი თავს. მოეშვით მარჩიელობას, სასწრაფოდ გამოუშვით! ბოდიშს ვიხდი, ჩემი ჯანმრთელობის დეტალებზე საუბრისთვის, მაგრამ რადგან ხილული არაა მზიას შიმშილობა, ვალდებულად ვთვლი თავს, გაგიზიაროთ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ძალიან საშიში ზღვარია ეს დღეები უკვე" - წერს ხოშტარია. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი საპატიმროში მე-18 დღეა შიმშილობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)