02:58 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-28 21:23:06, 444 ნახვა

პოლიტიკა
ესტონეთის ელჩი - თავისუფალი მედიისთვის საქართველოში ბნელი დღეებია

„მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივართ, ბნელი დღეებია თავისუფალი მედიისთვის საქართველოში“, - ამის შესახებ საქართველოში ესტონეთის ელჩი, მარგე მარდისალუ-კაჰარი წერს X-ის საკუთარ გვერდზე.

„საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა შეხვდა „ბათუმელებს“, „ნეტგაზეთს“ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, რომელსაც ციხეში 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ის მე-17 დღეა შიმშილობს, და მისი მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია. მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივართ. შავი დღეებია თავისუფალი მედიისთვის საქართველოში“, - წერს მარდისალუ-კაჰარი.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics