02:59 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-28 19:23:46, 407 ნახვა

პოლიტიკა
სამსახურიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელე სასამართლო დავის მოგების შემთხვევაში მხოლოდ 3 თვის კომპენსაციას მიიღებს

თბილისის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი იწყება, რომლის მიზანი, როგორც  კახა კალაძე აცხადებს, სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებაა. თუმცა, ოპოზიცია და უფლებადამცველი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ეს პროცესი შესაძლოა გამოყენებულ იქნას პროტესტში მონაწილე საჯარო მოხელეების წინააღმდეგ.

თბილისის საკრებულომ დაამტკიცა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, თუ სამსახურიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელე სასამართლოში დავას მოიგებს, მას თანამდებობაზე არ აღადგენენ და მხოლოდ 3 თვის კომპენსაციას მიიღებს. საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე, აღნიშნავს, რომ 3 თვის კომპენსაცია უმნიშვნელო მუხლი არ არის და ამ ცვლილებებით თითოეული მოქალაქის უფლებები მაქსიმალური სტანდარტითაა დაცული.

უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, აღნიშნავენ, რომ რეორგანიზაციის გამარტივების მიზნით „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ინიციირებული ცვლილებები ადამიანის უფლებებთან შეუსაბამოა და შესაძლოა გამოყენებულ იქნას კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლებისთვის.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics